სახელმძღვანელოს - „მტკიცებულებათა მოპოვებისა და სამართლებრივი დოკუმენტების დასაბუთების წესები“ პრეზენტაცია

16 ნოემბერი 2021

15 ნოემბერს, საერთო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოს - „მტკიცებულებათა მოპოვებისა და სამართლებრივი დოკუმენტების დასაბუთების წესები“ პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ავტორობით შეიმუშავა.

სახელმძღვანელოში თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ყოველდღიურ საქმიანობაში იჩენს თავს და მნიშვნელოვან სამართლებრივ ტიპიურ ფორმებსა და დოკუმენტებს აერთიანებს.

გაცნობებთ, სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია მოგვიანებით ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი