საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები საქართველოს წინააღმდეგ (ნაწილი I)“.
სახელმძღვანელოში თავმოყრილია საქართველოს მიმართ 2005-2019 წლებში გამოტანილი განჩინებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული პუბლიკაციის საშუალებით ასოციაციის წევრები შეძლებთ მარტივად მოიძიოთ და ეფექტიანად გამოიყენოთ პროფესიულ საქმიანობაში საქართველოს მიმართ განვითარებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლი.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.
მომდევნო წელს, დაგეგმილია სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის გამოცემა.