საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი დაამტკიცა, რომლის ფორმირება ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრთაგან განხორციელდა.
სამუშაო ჯგუფის მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შეფასება განხორციელდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებებისა და საქართველოს პარლამენტში მოსმენის პროცესის დაკვირვების საფუძველზე, სამართლიანი და ობიქტური კრიტერიუმებით, USAID/PROLoG-ისა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ექსპერტთა მხარდაჭერით შემუშავებული მეთოდოლოგიით.
შეფასების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3cY3jnu