საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის ერთერთ წამყვან პროფესიულ გაერთიანება - საფრანგეთის ეროვნულ ადვოკატთა საბჭოს (CNB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და საფრანგეთის ეროვნული ადვოკატთა საბჭოს CNB ევროპის და საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-ემე პერონიმ.

მემორანდუმი მხარეებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად და მოიცავს ისეთ ერთობლივ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გაცვლაზე, საფრანგეთის სამართლებრივი სისტემისა და კანონმდებლობის ანალიზზე. ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამუშაო შეხვედრების გზით, ქართველი ადვოკატებისთვის ფრანგული გამოცდილების გაზიარებაზე, რაც  ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ფრანგულენოვანი ქართველი ადვოკატებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის ფრანგი კოლეგების გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიულ აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერის გზით.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი