საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

6 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. სტამბულში გამართულ ოფიციალური შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა და ერინჩ საგქანმა ორ პროფესიულ გაერთიანებას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და სამომავლო პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გამოცდილების გაზიარებაზე, ადვოკატთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო  პლატფორმებზე კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

თურქეთის ადვოკატთა ასოციაცია 215,000-ზე მეტ ადვოკატს აერთიანებს. ის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს რეგიონში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი