საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში მიმდინარე ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 54-ე კონფერენციაში მონაწილეობს

13 თებერვალი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვენაში მიმდინარე ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 54-ე კონფერენციაში მონაწილეობს. 

ირაკლი ყანდაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იურიდიული პროფესიების როლის გაძლიერების განსაკუთრებულ აუცილებლობას სამართლის უზენაესობის იმ გამოწვევათა ფონზე, რომელმაც დღევანდელ მსოფლიოში მრავლად იჩინა თავი. 

ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენცია (EPK) ევროპის იურიდიულ პროფესიათა ტრადიციადქცეული პრესტიჟული ფორუმია, რომელიც 1972 წლიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი