საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციები

25 ოქტომბერი 2021

22 ოქტომბერს ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის შეფასებისა და რეკომენდაციების დოკუმენტის პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობის შემდგომი გაძლიერებისა და პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული ის სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომლის განხორციელების შედეგად  თემატური კომიტეტების მუშაობა ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სწორედ კომიტეტების საქმიანობის გაძლიერება იქნება მომავალში ასოციაციის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი.  

შეფასებისა და რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც ასოციაციის 32-ვე თემატური კომიტეტის საქმიანობას შეეხება ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ჯონათან გოლდსმიტმა შეიმუშავა. 

შეხვედრა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი