სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში

8 თებერვალი 2024

ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეულ 2 ადვოკატს შესაძლებლობა ექნება ვირჯინიის შტატში, დერილ დენცლერის სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტში (The Deryl Dantzler Trial Practice Institute) გაიარონ 2-კვირიანი სიღრმისეული სასწავლო კურსი თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მხოლოდ სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის, რომელთაც აღნიშულ სფეროში აქვთ მინიმალური პრაქტიკული გამოცდილება.

სასწავლო კურსთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად დაფარავს ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL). 

კურსის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 16-27 ივნისი, 2024 ან 14-27 ივლისი, 2024.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მინიმუმ 6 თვე);
  • ინგლისური ენის (სამართლებრივი ინგლისური) სრულყოფილად ფლობა (გადამოწმდება გასაუბრების ფარგლებში);
  • გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც უნდა მიეთითოს გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით);
  • უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ არის სავალდებულო);
  • ფოტოსურათი (რეზოლუციით 3/4);
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ერთ ფაილად გამოგვიგზავნოთ დოკუმენტების ჩამონათვალი ელ. მისამართზე: s.tkeshelashvili@gba.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსი ვირჯინიის შტატში და რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელი და გვარით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • მიღებული განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება (ჩატარდება ინგლისურ ენაზე).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 თებერვლის 16:00 საათი. 

გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ ზემოაღნიშნული კურსის მიზნებისთვის.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი