სასპონსორო შეთავაზება

16 ოქტომბერი 2026

8 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „ადვოკატები და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ უმასპინძლებს.

ღონისძიება გააერთიანებს დაახლოებით 200 ადვოკატს, იურისტს, სამართლის მკვლევარსა და პრაქტიკოსს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და ადვოკატთა პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ კონფერენციის ოქროს ან ვერცხლის სპონსორი და წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია როგორც ღონისძიების ფარგლებში, ისე ასოციაციის საკომუნიკაციო არხებში.

სპონსორობა წარმოადგენს შესაძლებლობას, დაუკავშირდეთ პროფესიულ აუდიტორიას, გაზარდოთ თქვენი კომპანიის ბრენდის ცნობადობა და წარმოაჩინოთ იგი სამართლებრივი პროფესიის განვითარებისა და გაძლიერების მხარდამჭერად.

იხ. დეტალური ინფორმაცია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი