18-19 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის (ROLP) მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა წარმოადგინა, რომელიც სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვას უკავშირდება. კვლევის პრეზენტაცია ასოციაციამ ბათუმსა და ქუთაისში მოქმედ ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები, რომლებიც კვლევის შედეგად ასოციაციამ შეიმუშავა.