საპოლოტე კურსი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში

20 ნოემბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (Bureau of international Narcotics and Law Enforcement Affairs (INL), US State Department) თანამშრომლობის ფარგლებში, ვისკონსინის შტატის იურიდიული დახმარების ოფისის ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდა სპეციალური ტრენინგ მოდული ადვოკატებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში (Jury Trial Skills Development Training Program for Attorneys). 

შემუშავებული მოდულის შესაბამისად, ამერიკელი ტრენერების ჩართულობით დაიწყო საპილოტე კურსი, რომელშიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრები მონაწილეობენ.  

ტრენინგი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და INL-ის დირექტორმა რებეკა ჰანტმა გახსნეს და ისაუბრეს როგორც ნაფიცმსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, ასევე შემუშავებული სასწავლო კურსის მიზნებზე. რებეკა ჰანტმა აღნიშნა, რომ INL მომავალშიც გააგრძელებს ადვოკატთა ასოციაციის აქტიურ მხარდაჭერას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერების პროცესში. 

საპილოტე კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ტრენინგის ჩატარება გაგრძელდება სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ადვოკატებისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი