ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, გერმანიის საერთაშორისო სამარათლებრივი თანამშრომლობის ფონდისა (IRZ) ადვოკატთა ფედერალური პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - ადვოკატთა ანაზღაურების გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.
შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - რაჟდენ კუპრაშვილმა, IRZ-ისა და BRAK-ის წარმომადგენლება ფრანქ ჰუპფელდმა და ვერონიკა ჰორერმა გახსნეს.
გერმანელმა ექსპერტმა - ადვოკატმა დაგმარ ბექ-ბევერმა დეტალურად მიმოიხილა ადვოკატის ანაზღაურების გერმანიაში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკა, ასევე გაეცნო ადვოკატის ანაზღაურების ქართულ მოდელს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაეწევა მხარდაჭერა ადვოკატის ანაზღაურებისა და ადვოკატის შეღავათიანი დაბეგვრის სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით.