ასოციაციის წევრებისთვის იმართება ღონისძიება, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, დაფინანსების სხვადასხვა საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო სტიპენდიებს.
ღონისძიების პირველ ნაწილს გაუძღვება ნიუ-იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტის (SU) დეკანის მოადგილე - ენდრიუ ჰორშფალი, რომელიც ისაუბრებს იმ საკითხებზე, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და SU-ს სამართლის სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმი, როგორი იქნება SU-ში ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის და რა წესით მოხდება სპეციალური სტიპენდიის მოპოვება.
ღონისძიების მეორე ნაწილში, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი ისაუბრებს იმ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება მაგისტრატურასა თუ სხვა პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლისთვის. გიორგი ჭეხანი არის არაერთი ასეთი პროგრამის გამარჯვებული და კურსდამთავრებული, მათ შორის - დიდი ბრიტანეთის ჩივნინგის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტში, საქართველოს მთავრობის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის მანჩესტერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, აშშ-ს სახელმწიფო დეტარტამენტის სტიპენდია ვაშინგტონის უნივერსიტეტში 1 წლიანი კურსისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეტარტამენტის სტიპენდია ახალგაზრდა ლიდერების გაცვლითი პროგრამისთვის (PFP), ამერიკულ სწავლებთა ფონდის სტიპენდია (TFAS Prague), ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება სადოქტორო პროგრამისთვის, და სხვა. შესაბამისად, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და რჩევები სასტიპენდიო კონკურსებში წარმატების მიღწევისთვის.
ღონისძიების დრო: 30 ნოემბერი, 17:30-დან 20:30 საათამდე.
ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) დიდი საკონფერენციო დარბაზი.
ღონისძიებაზე დასწრებისთვის სავალდებულოა შემდეგი სარეგისტრაციო ფორმის შევსება 30 ნოემბრის 14:00 საათამდე: https://forms.gle/4hBZ7prCXvf1kJCL7
საკონტაქტო პირი: თამთა დევდარიანი, ტელ: 599 71 18 18