16 მაისს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერითა და ყაზახეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე: „კანონი და ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“.
საერთაშორისო ონლაის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ყაზახეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები.
აღნიშნულ კონფერენციაში მომხსენებლის სახით წარსდგა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც აღმოჩნდა ქართული მართლმსაჯულების სისტემა. ისაუბრა ასოციაციის მიერ გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა ხელი არ შეშლოდა ადვოკატთა მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებასა და ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვას.