პროფესიული ეთიკის სავალდებულო მოდული თემაზე: კოლეგიალობის პრინციპი

7 დეკემბერი 2020

გაცნობებთ, რომ დღეიდან ადვოკატის განახლებულ პორტალზე ხელმისაწვდომია პროფესიული ეთიკის სავალდებულო მოდული თემაზე: კოლეგიალობის პრინციპი.

იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ მოდული გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ინსტრუქციას:

  • ადვოკატის პორტალზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ასოციაციის ვებ-გვერდს: www.gba.ge .
  • ვებ-გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, განთავსებულია სექცია: „პორტალში ავტორიზაცია“, რომლის მონიშვნის შედეგად გადახვალთ ადვოკატის პორტალზე.
  • პორტალზე პირველადი შესვლისთვის მომხმარებლის ველში მიუთითეთ თქვენი სიითი ნომერი, ხოლო პაროლის ველში თქვენი პირადი ნომერი. პორტალში შესვლის შემდეგ, სასურველია თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი შეცვლოთ პროფილის ფოტოს ქვევით „პაროლის ცვლილების“ ღილაკის მონიშვნით.
  • ადვოკატის პორტლაზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სექცია: „ონლაინ ტრენინგები“, სადაც განთავსებულია ტრენინგი - კოლეგიალობის პრინციპი, რომლის გასწვრივაც მითითებულია რეგისტრაციის ღილაკი.
  • რეგისტრაციის ღილაკის მონიშვნით იწყება ტრენინგი.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგი შედგება რამდენიმე სესიისგან და თითოეული სესიის დასრულების შემდგომ, იმისათვის, რომ გადახვიდეთ მომდევნო სესიაზე, აუცილებელია მონიშნოთ სესიის დასრულების ღილაკი.
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ, პორტალი შეტყობინების სახით გამოიტანს ფანჯარას ტრენინგს წარმატებით გავლის თაობაზე.
  • ტრენინგის გავლის შედეგად მონიჭებული კრედიტის ნახვა შეგიძლიათ თქვენსავე პორტალის გვერდზე, სექციაში - „მიმდინარე კრედიტების რაოდენობა“.

ამასთან დამატებით შეგახსენებთ, რომ განგრძობადი იურიდიული განათლების 2020 წლის სავალდებულო კრედიტ-საათების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ 2 კრედიტით, რომელიც მოიცავს პროფესიული ეთიკის სავალდებულო მოდულს.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი