კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია “ეისითიმ” (ACT) ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის ეფექტიანობის კვლევის ანგარიში აღმასრულებელი საბჭოს წევრებს წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები განიხილეს და ACT-ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე ადაპტაციის პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაზრდის მიზნით სამომავლო გეგმები და შემდგომი ნაბიჯები დასახეს.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.