ონლაინ კონფერენცია: დისტანციური სასამართლო სხდომები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

16 მაისი 2020 - 17 მაისი 2020

ძვირფასო წევრებო, 

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, სასამართლოში რიგი საქმეების განხილვა მიმდინარეობს დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. 

გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ადვოკატებს შორის გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა, შესაძლებელია განვიხილოთ დისტანციურ სასამართლო სხდომების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და გავლენა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებაზე. ამ საკითხებზე ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ასოციაციის წევრი პრაქტიკოსი ადვოკატები, როგორც სისხლის ისე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. აღნიშნული კონფერენციის მიზანია გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები, რათა ჩამოვაყალიბოთ ადვოკატთა კორპუსის საერთო პოზიცია და მიდგომები სასამართლო სხდომების დისტანციური ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით.

ონლაინ კონფერენცია გაიმართება 21 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე. დღის წესრიგი და ონლაინ კონფერენციაზე ჩართვის ინსტრუქციები გაეგზავნებათ დარეგისტრირებულ მონაწილეებს.  

ონლაინ კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით 20 მაისის 18:00 საათამდე:https://bit.ly/3fV2eg8
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი