ღონისძიება გადაიდო!
8 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული პროფესია ადვოკატის დღეს აღნიშნავს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ 2020 წელს, საადვოკატო პროფესიის ერთიანი და დამოუკიდებელი კორპორაციის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 15 წლის იუბელიცაა.
ამ საზეიმო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამართავს ოფიციალურ მიღებას. სიმბოლურია, რომ აგრეთვე 8 ნოემბერს, სრულიად საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ზეიმობს. ილია ჭავჭავაძე, მათ შორის, საადვოკატო პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია საქართველოში. შესაბამისად, ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია:
►თარიღი და დრო: 8 ნოემბერი, 2020 წელი, 15:30 საათი
►ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი
►მონაწილეობის საფასური: 40 ლარი (გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს 7 ნოემბრის 14:00 საათისა: მიმღების ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”; ბანკის კოდი: TBCBGE22; მიმღების ანგარიში: GE93TB7339145061100102; მიმღების სახელი: მედეა გამდლიშვილი)
►ჩაცმის სტილი: კლასიკური
►ტრანსპორტირება: დამოუკიდებლად
►ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ: ადვოკატთა ასოციაციის წევრებს
►პროგრამა:
15:30 – 16:00 გამოფენის დათვალიერება
16:00 – 16:30 ოფიციალური გამოსვლები ქართული ადვოკატურის ისტორიასა და
ადვოკატის პროფესიის შესახებ: დავით ასათიანი, დათო ტურაშვილი.
16:30 – 19:00 მიღება
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3p1vwOM
რეგისტრაცია შეწყდება 7 ნოემბრის 14:00 საათზე.
საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599-19-33-44
წინასწარ გილოცავთ თითოეულ ადვოკატს პროფესიულ დღეს და გისურვებთ ულევ წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!