200-მა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

19 ოქტომბერი 2021

19 ოქტომბერს, ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 200 წევრი ადვოკატი შეემატა.
ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი ოფიციალურად დადეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები,  სიმბოლური საჩუქრებთან ერთად გადასცა.
ადვოკატის პროფესია თავისუფალი და დამოიკიდებელი პროფესიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის შეუპოვარ შრომას, პროფესიული ეთიკის ნორმების განუხრელ დაცვასა   და მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. 
ვულოცავ, ასოციაციის თოთოეულ ახალ წევრს, მათ ვინც პირველი ნაბიჯი შემოდგა ადვოკატის პროფესიაში და წარმატებებს ვუსურვებ საზოგადოების მსახურების ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. - განაცხადა დავით ასათიანმა.
ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიას საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი