ძვირფასო წევრებო,
გთხოვთ, ქვემოთ ლინკის სახით იხილოთ 8 ნოემბრის კონფერენციაზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა სია, რეგისტრაციის ზუსტი დროის მითითებით. როგორც აღნიშნული სიაც ცხადყოფს, წლევანდელ კონფერენციაზე ინტერესი ძალზედ მაღალი იყო. ამიტომ, რეგისტრაციით განსაზღვული ადგილები მალე შეივსო. მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული რესურსებისა და ინფრასტრუქტურული ასპექტების გათვალისწინებით, შეუძლებელია ღონისძიების შეუზღუდავი რაოდენობის მონაწილეთათვის ორგანიზება.
ამასთან, კონფერენცია არ არის ერთადერთი ღონისძიება, რომლითაც ადვოკატურის 100 წლის იუბილე აღინიშნება. 8 ნოემრის საღამოსვე გაიმართება ოფიციალური საზეიმო მიღება, რომელიც ძალიან საინტერესო პროგრამით და სიურპრიზებით იქნება დატვირთული. საზეიმო მიღებაზე რეგისტრაციაც ასოციაციის Facebook გვერდისა და ვეგვერდის საშუალებით 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.
კონფერენციაზე დარეგისტრირებულ მონაწილეთა სია:
შენიშვნა: რეგისტრირებული მონაწილეები კონფერენციის შესახებ დამატებით ინფორმაციას და დღის წესრიგს მიიღებთ ელ-ფოსტით. გთხოვთ, კონფერენციაზე თან იქონიეთ პირადობის მოწმობა ან ადვოკატის ბარათი რეგისტრაციის გავლის მიზნით.