ქალთა შრომითი უფლებები, საკანონმდებლო რეგულაციები, გამოწვევები პრაქტიკაში და აღსრულების ეროვნული მექანიზმები - ამ თემებზე ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტმა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა.
შეხვედრაზე ქალთა უფლებებთან დაკავშრებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:
- ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა;
- ქალთა შრომითი უფლებები და მისი ეფექტიანი დანერგვის კუთხით არსებული გამოწვევები;
- გენდერული დისკრიმინაციისა და ქალთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით შრომის კანონმდებლობის აღსრულება.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ქალთა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.