ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს ოზურგეთში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა.
კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, მაია ბაქრაძემ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენასა და ბავშვის ადვოკატის სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე დისკუსიაც გაიმართა.