2020 წლის 7 აპრილს, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს კომპანია “ბადაგონმა” სადეზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ გადასცა.
აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი კომპანია „ბადაგონს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და განსაკუთრებული გულისხმიერებისათვის მადლობას უხდის.
აღნიშნული ხსნარების გადანაწილდება განხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის, როგორც თბილისის ისე რეგიონულ ოფისებში.