ირაკლი ყანდაშვილმა საერთაშორისო ვებინარზე მედიაციაში ადვოკატის როლზე ისაუბრა

11 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მონაწილეობდა საერთაშორისო ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც მედიაციის პროცესში კლიენტთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობას მიეძღვნა. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერის სტატუსით წარდგა.

ონლაინ შეხვედრაზე, სახელწოდებით „მედიაციის ადვოკატირება: კლიენტების წარმომადგენლობის ხელოვნება მედიაციაში“, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მედიაციაში განსხვავებული უნარების საჭიროება, ადვოკატის როლი და პოზიციონირება მედიაციის პროცესში, ინტერესთა ბალანსის დაცვა და სხვა.

საერთაშორისო ვებინარს ესწრებოდნენ ადვოკატები, მედიატორები და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მომუშავე იურისტები.

ონისძიება უკრაინული პლატფორმის - en.mediation.ua-ს  ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მედიაციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი