ირაკლი ყანდაშვილმა ახლად დაკომპლეტებული ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის თბილისის კომიტეტის წევრებს თავმჯდომარე წარუდგინა

8 აპრილი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი კომიტეტები აქტიურ სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ.

მათ შორის, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ახლად დაკომპლექტებულმა ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის თბილისის კომიტეტმა, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დაესწრო. ირაკლი ყანდაშვილმა წევრებს კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რამაზ ჩინჩალაძე წარუდგინა და საკომიტეტო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასოციაციის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის კომიტეტის მნიშვნელობასა და მის საქმიანობაში წევრების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას, ასევე იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი საქმიანობის ფარგლებში ადვოკატის უფლებების დაცვის მიმართულებით ნაყოფიერ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

პირველი სამუშაო შეხვედრები ასევე გამართეს გარემოს დაცვითი სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტებმა.

ასევე, სამუშაო რეგულარულ შეხვედრებს აგრძელებენ ასოციაციის სხვა კომიტეტებიც.  ბოლო 10 დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა შემდეგი კომიტეტების ფარგლებში:

  • ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტი;
  • საჯარო უწყებებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან კომუნიკაციის კომიტეტი;
  • სამოქალაქო სამართლის კომიტეტი;
  • შრომის სამართლის კომიტეტი;
  • უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტი.

შეხვედრების ფარგლებში კომიტეტების წევრებმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვადასხვა პროფესიული ინიციატივის დამუშავება დაიწყეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი სფეროების განვითარებისა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი