ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობისა და პოლიტიკის თემაზე კონფერენცია ჩატარდა

15 ოქტომბერი 2024

10-11 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში, კერძო სექტორის კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა და პოლიტიკა. კონფერენციას იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და თანამედროვე ციფრულ სამყაროში ინტელექტუალური სამართლის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა იურიდიული პროფესიის როლსა და ადვოკატებისა და ბიზნეს წარმომადგენლობის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში. 

შეხვედრაზე ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბრენდის დაცვის წარმატებული სტრატეგიები და სხვა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი