საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, აცხადებს რეგისტრაციას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებულ კურსზე.
მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს მიიღებენ კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს, რომლის საფუძველზეც მიენიჭებათ სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.
კურსის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და ამერიკელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.
კურსი გაანკუთვნილია ადვოკატებისთვის, იურისტებისთვის, იურიდიული დეპარტამენტების (In-house Counsel) წარმომადგენლებისთვის, მოსამართლეებისთვის და ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებული სხვა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.




