დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალი რეგისტრაცია დაიწყო!

21 იანვარი 2025

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან  თანამშრომლობის ფარგლებში, ცხადდება რეგისტრაცია დარგობრივი სპეციალიზაციის კურსზე - სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი.

კურსის მიზანია ადვოკატებისათვის/იურისტებისთვის სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სფეროში სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის/გამოცდილების გაზიარება. 

კურსს უძღვებიან დარგის აღიარებული ქართველი და გერმანელი ექსპერტები.

უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ კურსი გაიარონ დისტანციურად.  

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, ხოლო, ადვოკატებს დარგის სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო ვიზიტში გერმანიაში. 

გაცნობებთ, რომ სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2025 წლის 6 თებერვლის 16:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა 2024 წელს დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითია და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის დარგობრივი კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხიან მართლმსაჯულებას იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლების გზით.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი