დავით ასათიანი ვილნიუსში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა

23 ივნისი 2025

„უფლებადამცველი ადვოკატები და ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია: თეორიული ასპექტები, საუკეთესო პრაქტიკები და ახალი გამოწვევები“. - ამ თემაზე ვილნიუსში, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (EHU), კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი, დავით ასათიანი მონაწილეობდა. 

ღონისძიებაში EHU-ს სტუდენტები, აკადემიურ პერსონალი და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადვოკატები და იურისტები მონაწილეობდნენ. 

კონფერენციის მონაწილეებთან მოხსენებით წარსდგა დავით ასათიანი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა დამოუკიდებლობის, პროფესიული ეთიკის, ერთიანობისა და ფინანსური თავისუფლების მნიშვნელობაზე.

ასევე, ისაუბრა ევროპის საბჭოს ახალი კონვენციის როლზე ადვოკატთა უფლებების დაცვის საქმეში, რომელიც ადვოკატთა უფლებების და პროფესიული სტატუსის ეფექტიან დაცვას ემსახურება. დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ ამ კონვენციის დანერგვა ამაღლებს ადვოკატთა დაცვის სტანდარტებს და უზრუნველყოფს უფრო ძლიერ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს, რაც აუცილებელია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.

დავით ასათიანმა, ასევე,  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადვოკატთა პროფესიის გაძლიერება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე შეუძლებელია.

კონფერენცია კონსტიტუციონალიზმისა და ადამიანის უფლებების ცენტრის (CCHR) ორგანიზებით ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.  

კონფერენციის მთავარი მიზანია  იურისტებს, სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებს შორის დისკუსიისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, რომელიც კონსტიტუციონალიზმისა და ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებულ პირებს აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს, რაც საბოლოოდ იურიდიულ საზოგადოებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას ემსახურება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი