ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის იმ მონაწილეებს შეხვდა, რომლებმაც გამოცდა მაღალი, 97 ქულით ჩააბარეს. გურამ ცაგარეიშვილმა და სალომე აბულაძემ საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარეს და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების შესაბამისად, ისინი პროგრამის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან.
დავით ასათიანმა გურამ ცაგარეიშვილსა და სალომე აბულაძეს გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა და წარმატება მიულოცა.