გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის სიღრმისეული სასწავლო მოდული შემუშავდა და ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე - ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სამმაგი პლანეტარული კრიზისი; გარემოსდაცვითი სამართლის არსი; გარემოსდაცვითი რეგულირების მნიშვნელობა; სამოქალაქო სამართალწარმოება გარემოსდაცვით საკითხებზე და სხვა.
ტრენინგებს უძღვებოდა ექსპერტი: ანა ბერიძე.
ტრენერთა-ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იმ ადვოკატებმა, რომლებსაც ამავე პროგრამის ფარგლებში, გავლილი ჰქონდათ საბაზისო ტრენინგი, თემაზე - ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას, ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვასა და საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებას.
ტრენინგს ექსპერტი - ნინო ჩალაძე უძღვებოდა.
ტრენერთა ტრენინგების მიზანი ასოციაციაში ტრენერთა ჯგუფის ფორმირებაა, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად ჩაერთვებიან ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში.
ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნულ თემაზე დაინტერესებული ადვოკატებისათვის ინტენსიურ ტრენინგებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.