ბათუმში ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: ქალთა შრომითი უფლებები, სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები

11 მარტი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ბათუმში ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: ქალთა შრომითი უფლებები, სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები.”

ტრენინგს ექსპერტები, რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია უძღვებიან. 

სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France პროგრამის წარმომადგენელმა მარგარიტა შაქარაშვილმა. 

„დღევანდელი ტრენინგის თემა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან ის ქალთა შრომით უფლებებს და მათ ეფექტიან დაცვას ეხება. ამ მიმართულებით ქალები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს ჰქონდეთ, როგორც ძლიერი სამართლებრივი ცოდნა, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტები ამ უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა იქნება საინტერესო, პრაქტიკულად სასარგებლო და ინფორმაციული ჩვენი წევრი ადვოკატებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, როგორებიცაა: 
ქალთა შრომითი უფლებების ზოგადი ჩარჩო: ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა;
მედიაცია, როგორც ქალთა შრომითი უფლებების დავების მექანიზმი;
ქალთა უფლებების სოციალური განზომილება;
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში: მტკიცების ტვირთი და გონივრული მისადაგება და სხვ.

ტრენინგ/შეხვედრა Expertise France-სთან თანამშომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ტარდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი