19 ოქტომბერს, ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ოფიციალურად დადეს ადვოკატის ფიცი, რის შემდეგაც, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა პროფესიაში ახლად შემოსულ კოლეგებს მიულოცა და უსურვა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის შეუპოვარი შრომა, პროფესიული ეთიკის ნორმების განუხრელად დაცვა და მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მუდმივი ზრუნვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადვოკატის საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია პირველად გაიმართა და იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.