აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

10 მაისი 2019

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მიუღებლად მიიჩნევს ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ  გაკეთებულ იმ განცხადებებს, რაც უკავშირდება მის ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეში დაცვის უფლების განხორციელებას და რომელიც ხელყოფს ადვოკატის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებს. 


საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია „ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან სხვა ნებისმიერი პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი შევიწროვება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ანდა მატერიალური ზიანის მიყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“.

 
შესაბამისად, საზოგადოებას და პროცესში დაინტერესებულ ყველა სხვა პირს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ კონკრეტული საქმის წარმოებაში ჩართული ადვოკატის მიმართ კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას და მართლმსაჯულების ინტერესებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი