21 დეკემბერს, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა და ხაზი გაუსვა ჰუმანიზმის პრინციპებიდან და სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით მიადევნებს თვალყურს და ჩაერთვება კანონპროექტების განხილვაში იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად დაცული იქნეს სამართლიანობის კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები.