ამერიკელი ადვოკატები სტუმრად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

25 თებერვალი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ჯორჯიის შტატის ადვოკატები ეწვივნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სფეროში ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით უკვე განხორციელებული ღონისძიებები, ისევე როგორც სამომავლო აქტივობები, მათ შორის დამატებითი სიღრმისეული ტრენინგებისა და ტრენერთა-ტრენინგების განხორციელების საკითხები.

ამერიკელი კოლეგები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხრიდან საჭიროა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის გააქტიურება, იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში წარმატებით დამკვიდრდეს და ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, არ მოხდეს მხარეთა შორის თანასწორობის დარღვევა. საუბარი ასევე შეეხო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კუთხით არსებულ საკანონმდებლო გამოწვევებსაც, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა განსჯად დანაშაულთა გაფართოების საკითხს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი