2019 წლის 16 ნოემბერს ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადვოკატებთან საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედ ადვოკატებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი დაცვა, მოქალაქეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.