საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (Bureau of international Narcotics and Law Enforcement Affairs (INL), US State Department) მხარდაჭერით, აცხადებს რეგისტრაციას 5 დღიან სიღრმისეულ კურსზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები ადვოკატებისთვის.
კურსს გაუძღვებიან ვისკონსინის შტატის იურიდიული დახმარების ოფისის ექსპერტები, სპეციალურად საადვოკატო საქმიანობის თავისებურებებზე მორგებული მოდულის შესაბამისად.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია მხოლოდ სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომაში და აღნიშულ სფეროში აქვთ პრაქტიკული გამოცდილება.
მონაწილეები შეირჩევიან:
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის გამოცდილებისა (შეფასდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან ერთად) და
- პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე.
სასწავლო კურსი 5-დღიანია და გაიმართება: 12, 19 ნოემბერსა და 3, 10 და 17 დეკემბერს (კურსი ჩატარდება დისტანციურად და ყველა სესიაზე დასწრება სავალდებულოა).
სასაწავლო კურსზე, რეგისტრაცია გამოცხადდება მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს 14 საათზე, ასოციაციის ვებ-გვერდსა და ფესბუქ გვერდზე და გაგრძელდება 5 ნოემბრის, 16 საათამდე.
დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს. კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/e44bPuvCqdCtAvh79
გისურვებთ წარმატებას!