ადვოკატთა საყურადღებოდ

17 ნოემბერი 2020

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების ფონზე, ასოციაციის წევრების გარკვეული ნაწილისთვის,  შესაბამისი ტექნიკური საშუალებების თუ პირობების არქონის გამო, არ იყო ხელმისაწვდომი ასოციაციის მიერ ორგანიზებული, დისტანციურ რეჟიმში  მიმდინარე ტრენინგები, ხოლო არსებული პანდემიური სიტუაციის და მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, ასოციაცია მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმატის საგანმანათლებლო ღონისძიებები შესთავაზოს წევრებს.

აქედან გამომდინარე, ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში COVID-19 - ით გამოწვეული პანდემიური ვითარება და შესაბამისი შეზღუდვები და გადაწყვიტა, რომ განგრძობადი იურიდიული განათლების 2020 წლის სავალდებულო კრედიტ-საათების რაოდენობა განისაზღვროს 2 კრედიტით, რომელიც მოიცავს პროფესიული ეთიკის სავალდებულო მოდულს.

დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს, პროფესიული ეთიკის სავალდებულო მოდული განთავსდება ადვოკატთა პორტალზე და წევრთათვის ხელმისაწვდომი იქნება ნოემბრის ბოლოს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი