ადვოკატთა საყურადღებოდ

21 აპრილი 2020

ძვირფასო ადვოკატებო,

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა 2020 წლის 26 აპრილის ჩათვლით.

იმ ადვოკატებს, რომელთაც აღნიშნული 5 დღის განმავლობაში (22-26 აპრილი) გააჩნიათ ავტომანქანით გადაადგილების აუცილებელი სამსახურებრივი საჭიროება სისხლის/სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე და აღნიშნული უკავშირდება გადაუდებელ საპროცესო ვადებს, გთხოვთ, 22 აპრილის 09:00 საათამდე საოპერაციო შტაბთან შეთანხმების მიზნით, თქვენი მონაცემები ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sashvi@gba.ge

►პირადი ნომერი

►სახელი

►გვარი

►დაბადების თარიღი

►მობილურის ნომერი 

►ავტოტრანსპორტის სახელმწიფო ნომერი (თუ სატრანსპორტო საშუალებას არ მართავთ თავად, თქვენს ზემოაღნიშნულ მონაცემებთან ერთად ელ-ფოსტაში მიუთითეთ მძღოლის სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და მობილურის ნომერი)

ინფორმაციის მიღება და საოპერაციო შტაბთან შესათანხმებელ სიაში თქვენი მონაცემების შეყვანა დაგიდასტურდებათ თქვენს მიერ გამოგზავნილ ელ-ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე. 

ე.წ. კომენდანტის საათის დროს (21:00-6:00სთ) ადვოკატების შეუფერხებლად გადაადგილების წესი უცვლელია, იხილეთ ბმული: https://bit.ly/34CFJr5

თუ შესაძლებელია რომელიმე იურიდიული მოქმედების განხორციელება 26 აპრილის შემდეგაც, გთხოვთ, ურთიერთგაგებით მივუდგეთ აღნიშნულს და  გავუფრთხილდეთ ასოციიაციის აპარატის თანამშრომელთა რესურსებს, რათა არ მოხდეს გადაუდებელი საპროცესო ვადების მქონე კოლეგების გადაადგილების შეფერხება. 

 

მადლობას გიხდით მოთმინებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი