ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო და 20 აპრილის, 18 საათამდე გაგრძელდება!
გაცნობებთ, რომ მოსამზადებელი კურსის საფასური, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციით 900 ლარს. გაცნობებთ, რომ კურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით. მოსამზადებელ კურსთან დაკავშირებული დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს.
მოსამზადებელ კურსზე დარეგისტრირების მსურველმა პირებმა გთხოვთ, იხილეთ ბმული.
**გაცნობებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთავსდება ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ გავრცელებულია სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროგრამები არ არის მხარდაჭერილი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია არ იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე.