ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთო კრება

21 დეკემბერი 2019

21 დეკემბერს,   საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - წევრთა საერთო კრება.

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - თორნიკე ბაქრაძემ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ - დავით ახალაურმა და საგანმანათლებლო საბჭოს თავჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა წლიური ანგარიშები წარადგინეს.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

საერთო კრებაზე ასევე გაიმართა ასოციაციის ეთიკის კომისიის ერთი ადვოკატი წევრისა და სარევიზიო კომისიის ერთი წევრის არჩევნები. ხმის დამთველელი კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ეთიკის კომისიის წევრად არჩეულ იქნა ადვოკატი ხათუნა ფურელიანი, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატი გოჩა გარუჩავა.

ადვოკატთა ასოციაცია ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუს).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი