საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა „ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის“ საკვალიფიკაციო ლიგის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე, წაუგებლად დაასრულა. გუნდი ამჟამად ასპარეზობას ფლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს და საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდი აღნიშნულ გათამაშებაში პირველად მონაწილეობს და პირველივე სეზონში წარმატებას მიაღწია.
გუნდი ასევე აქტიურად ემზადება ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 9 -17 მაისს ესპანეთში, ბენიდორმში გაიმართება.




