ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

6 დეკემბერი 2019

2019 წლის 21 დეკემბერს, 12:00 საათზე ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2019 წლის 21 დეკემბერს 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).

განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:10 საათზე და გაგრძელდება 13:00 საათამდე.

 

2019 წლის 21 დეკემბრის საერთო კრების

დღის წესრიგი

 

  1. წევრთა რეგისტრაციის დასრულება და კრების გახსნა;
  2. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
  3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2019 წლის ანგარიშის წარდგენა;
  4. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის ანგარიშის წარდგენა;
  5. ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2019 წლის ანგარიშის წარდგენა;
  6. ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს 2019 წლის ანგარიშის წარდგენა;
  7. ასოციაციის ეთიკის კომისიის 1 ადვოკატი წევრისა და სარევიზიო კომისიის 1 წევრის არჩევნები;
  8. ხმების დათვლა;
  9. არჩევნების შედეგების გამოცხადება;
  10. კრების შეჯამება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის 21 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართება ასოციაციის ეთიკის კომისიის 1 ადვოკატი წევრისა და  სარევიზიო კომისიის 1 წევრის არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ წევრებს გთხოვთ, ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131 მუხლის თანახმად, მიმდინარე წლის 13 დეკემბერის 19:00 საათამდე, ასოციაციის აპარატში (ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11), წარმოგვიდგინოთ განცხადება არჩევნებზე თქვენი ნომინირების  შესახებ.

კანდიდატი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა მხოლოდ ერთ არჩევით ორგანოში. საარჩევნო დღეს კანდიდატების ნომინირება დაუშვებელია.

წევრად ნომინირებისთვის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება ნომინირების შესახებ - ეთიკის კომისიის წევრი (გადმოტვირთეთ აქ, ან მოითხოვეთ ასოციაციის აპარატში) / განცხადება ნომინირების შესახებ - სარევიზიო კომისიის წევრი (გადმოტვირთეთ აქ, ან მოითხოვეთ ასოციაციის აპარატში);
  • რეზიუმე/CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

შენიშვნა: საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ 28-ე მუხლის თანახმად, ადვოკატთა ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 30-ე მუხლის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ: (ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; (ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; (გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

გთხოვთ, საბუთები წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თბილისი,  ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N11, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11 საათიდან - 19 საათამდე.

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი