ადვოკატთა ასოციაციის საანგარიშო საერთო კრების გამოცხადება

28 ოქტომბერი 2021

2021 წლის 14 ნოემბერს 12:00 საათზე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება.
ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9).

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღეს, 2021 წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9).

განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:15 საათზე და დასრულდება 13:00 საათზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების თანახმად, საერთო კრება ჩატარდება პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, საერთო კრების რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

2021 წლის 14 ნოემბრის საერთო კრების

დღის წესრიგი

 

  1. საერთო კრების გახსნა.
  2. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა.
  3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა.
  4. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ანგარიშის წარდგენა.
  5. ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიშის წარდგენა.
  6. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციისა და პროფესიული საიდუმლოების ხელშეუხებლობის გარანტიების თაობაზე საერთო კრების რეზოლუციის განხილვა და დამტკიცება.
  7. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცება.
  8. სტაჟირების ხელმძღვანელ (მენტორ) ადვოკატთა დაჯილდოება.
  9. საერთო კრების შეჯამება.

საერთო კრების რეგლამენტი გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი