საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საადვოკატო ბიუროების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ირაკლი ყანდაშვილმა ბიუროების წარმომადგენლების ასოციაციის განვითარების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში საადვოკატო ბიუროების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ასოციაციის თავმჯდომარისთვის უშუალოდ გაეზიარებინათ მათი საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობას, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროფესიული გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პერიოდულად მართავს მსგავს შეხვედრებს, რაც პროფესიული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან მუდმივი კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ფორმატია.




