საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს შორის გაცნობითი ხასიათის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.
ირაკლი ყანდაშვილმა ალექსანდრა შეფარდს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. ელჩის მრჩეველმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.
თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა სტუმარს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩის პოლიტიკურ მრჩეველს შეხვდა




