ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტის დეკანს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშილმა გიორგი ხატიძეს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, მათ შორის მოქმედი და დაგეგმილი პროგრამები. ყურადღება გაამახვილა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ასოციაციის მჭიდრო და სისტემური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა სტუდენტების აქტიური ჩართულობის როლი პროფესიული განვითარების პროცესში.
სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ადვოკატებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული ინიციატივები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) ეტაპობრივად დაიგეგმება და მიზნად ისახავს როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას.




