ადვოკატთა ასოციაციაში ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

8 ნოემბერი 2024

8 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ, ესპანეთის სამეფოს საელჩოს დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში მარკოს გრანადოს გომესმა და ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელმა ტრივე სტაფმა.
კონფერენციას ადვოკატთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

„ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესია და თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვასა სამართლის უზენაესობისკენ სწრაფვას, რაც თავის მხრივ, ევროპული ღირებულებების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან დაახლოება კი უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობის პრინციპების დაფუძნებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას მოითხოვს. იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად მუშაობს. ამისი დასტურია თითოეული ის პროექტი თუ ინიციატივა, რომელსაც ასოციაცია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს“- განაცხადა დავით ასათიანმა. 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი