ადვოკატთა ასოციაციაში პროფესორ ლადო ჭანტურიასთან შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ საჯარო ლექციაც ჩატარდა. ლადო ჭანტურია ადვოკატებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის პრინციპებსა და სამოსამართლო სამართალზე ესაუბრა. ლექცია ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ლადო ჭანტურია 2018 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეა.
ბატონი ლადო არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული იურისპრუდენციის ჩამოყალიბებაში. პროფესორი ლადო ცნობილია, როგორც გამორჩეული და მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი.